logo
ENG



ბიბილოვის თქმით, მზად არიან, "საქართველოს ყველა პროვოკაციას" უპასუხონ

24 თებ 202214:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/cklz95mauixmy9x.jpg

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, მზად არიან "უპასუხონ ყველა პროვოკაციას, რომელიც შეიძლება საქართველოს მხრიდან იყოს". ეხო კავკაზას ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. უსაფრთხოების საბჭო გაფართოვებულ ფორმატში შეიკრიბა.

ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ შეიქმნა საოპერაციო შტაბები. მისი მიზანია, უზრუნველყოს მზაობა "იმ პროვოკაციებზე, რაც შეიძლება, საქართველოდან წამოვიდეს".

ბიბილოვის თქმით, ყველა ქვედანაყოფი ყაზარმულ პოზიციებზე უნდა გადავიდეს და მზად იყოს კონცენტრაციის ზონებში წინ წავიდეს. ასევე, დააორგანიზებენ რუსულ სამხედრო ბაზებთან სრულყოფილ თანამშრომლობას.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

 

 

 


close დახურვა